როგორ დანერგა Google Pay თიბისის ტექ გუნდმა — ის, რაც არ ვიცით

"სულ სხვა შეგრძნებაა, როცა მაღაზიის რიგში დგახარ და უყურებ, ჩვენი ტექ გუნდის დანერგილი ტექნოლოგიით როგორ გაიმარტივეს ადამიანებმა გადახდის პროცესი”, — გიორგი მაევსკი, თიბისის სისტემური ანალიტიკოსი, ტექ გუნდის წევრი.

დღეს მოგიყვებით თიბისის ტექ პროფესიონალებზე, რომლებმაც ტექნიკური სამუშაოები უმოკლეს ვადაში გაწიეს, იმისათვის რომ მომხმარებელს Google Pay-ით ესარგებლა. ამისთვის კი თიბისის გუნდს სულ რაღაც 3 თვე ჰქონდა.

გიორგი მაევსკის თქმით, სამი თვე ამ მასშტაბის პროდუქტის იმპლემენტაციისთვის ძალიან მცირე დროა, თუმცა, გუნდს ამ პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარა წარსულში, მსგავს პროდუქტებზე (TBC Wallet, Apple Pay) მუშაობის გამოცდილება

foto

"Google-ის მოთხოვნების გაანალიზების და პასუხისმგებლობების გადანაწილების შემდეგ, დავიწყეთ ფიქრი პროდუქტის სამომხმარებლო გამოცდილებაზე (UX). პირველი გამოწვევა იყო UI ნაწილი, რომელზეც Google-ის ინსტრუქციების გათვალისწინებით უნდა გვემუშავა, შემდეგ კი ტექნიკური გადაწყვეტის ამ UI-სთან მორგებაზე უნდა გვეფიქრა. თითოეული ეტაპის გადალახვას სჭირდებოდა Google-ის დასტური".